დასახელება:
ელექტრომექანიკოსი
|
მომწოდებელი:
Georgian Elevators
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
კომპანია "GEORGIAN ELEVATORS" აცხადებს ვაკანსიას ელექტრომექანიკოსის პოზიციაზე.
საწყისი ხელფასი 2500 ლარი
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** მექანიზმების დაშლა-აწყობის უნარი, სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის, რემონტისა და აღდგენის სფეროში;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ლიფტებთან მუშაობის მიმართულებით, მაგრამ არა სავალდებულო.
** ქართული და რუსული ენების მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** სასურველია, საკუთარი ავტომობილის ფლობა.
პიროვნული თვისებები:
** დროის სწორად მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონცენტრირების და დაკვირვების უნარი;
** მოწესრიგებულობისა და დისციპლინის არსებობა;
** ტექნოლოგიური რეგულაციების, წესებისა და ნორმების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება;
** ტექნიკურად აზროვნების, ტექნიკური დავალებების შედგენისა და შესრულების უნარი;
ძირითადი მოვალეობები:
** ლიფტების მექანიზმების კონსტრუქცია, მათი სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, რემონტი და აღდგენა;
** დაზიანებების დიაგნოსტიკა, აღმოჩენა, მათი აღმოფხვრა;
ხელფასი შეთანხმდება გამოცდილებისა და ცოდნის მიხედვით ინდივიდუალურად, რომელიც კომპანიის მიერ განისაზღვრება საკმაოდ მაღალი ოდენობით.
თუ თქვენ გაქვთ მექანიზმების დაშლისა და აწყობის უნარები და კარგად ფლობთ ელექტრონიკას, ჩვენ მზად ვართ, ჩვენივე ხარჯებით მივიღოთ მონაწილეობა თქვენს გადამზადებაში ლიფტების ელექტრომექანიკოსის მოთხოვნად პროფესიაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: georgianelevators@gmail.com
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|