დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ვულე-ვუ
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
კონსულტანტი - ჩვენი კომპანიის სახეა. სწორედ კონსულტანტების შესრულებული სამუშაოს ხარისხზეა დამოკიდებული როგორც მათი, ასევე მთელი კომპანიის წარმატება. ჩვენი კომპანიის მთავარ უპირატესობად გამოვარჩევთ უნიკალურ დიზაინს, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ფასდაკლებების მოქნილ სისტემას, განსაკუთრებულ შემოთავაზებებსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენს მაღაზიებში კონსულტანტების კომპეტენციას, პროფესიონალიზმსა და თავაზიანობას!
მოთხოვნები:
განიხილება ნებისმიერი აპლიკაცია - როგორც ქალბატონებისგან, ასევე მამაკაცებისგან.
** შრომისუნარიანობის მაღალი დონე
** ენერგიულობა, თავაზიანობა, სანდოობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონტაქტის დამყარების უნარი ნებისმიერ მომხმარებელთან
** კარგი მახსოვრობის უნარი
ვალდებულებები:
** მომხმარებლისთვის წარმოდგენილი ასორტიმენტის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** პარფიუმერიისა და კოსმეტიკის გაყიდვა
** პროდუქციის შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით განთავსება
** სამუშაო გარემოში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნვა
სამუშაო პირობები:
** კანონმდებლობის შესაბამისი კონტრაქტის შეთავაზება
** მოქნილი სამუშაო განრიგი
** ექსკლუზიური შეთავაზებები ვიზაჟის მცოდნე კანდიდატებისთვის
** ანაზღაურებადი შვებულება
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 1 ცვლა 10:00 დან 17:00 საათამდე და მეორე ცვლა 14:00 დან 21:00 საათამდე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@voulez-vous.ge. გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|