დასახელება:
პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ბეთლაივი
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
|
"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ძირითადი მოვალეობები:
** სტრატეგიის ჩამოყალიბება და არსებული პროცესების გაუმჯობესება კომპანიის ღირებულებების შესაბამისად;
** პროდუქტის Roadmap-ის ჩამოყალიბება და პროდუქტების ციკლის სრულად მართვა;
** Product-ის გუნდისა და პროცესების მართვა, გუნდის განვითარებაზე ზრუნვა;
** არსებული გამოწვევების აღმოჩენა, მათი გადაჭრის გზების მოძიება, ახალი იდეების და პროექტების ინიცირება;
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი გამოცდილების გაუმჯობესება;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი;
** საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია, გუნდის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია, ანალიტიკური უნარების ქონა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის უნარი;
** კომპანიის პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
** ბონუსი;
** კვება;
** პარკინგი;
** კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი, 2024.
გისურვებთ წარმატებას!
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი https://betlivecom.hirehive.com/produktebis-departamentis-xelmzgvaneli-tbilisi-xHZFBN
|
|
|
|