Робота для біженців з України
მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგი
მომწოდებელი: საქართველოს მედიატორთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაცია" აცხადებს დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღებას მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგზე (TOT). ინიციატივის მხარდამჭერია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

ტრენინგი მიზნად ისახავს მედიატორთა ასოციაციის ახალ ტრენერთა მომზადებას და მათი უნარ-ჩვევების დახვეწას. ტრენინგის წარმატებით გავლის შედეგად, (საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების, მე-3 მუხლის შესაბამისად) მოხდება მონაწილეთა, ასოციაციის ტრენერთა ერთიან რეესტრში ჩარიცხვა.

განაცხადების მიღების პროცესი:

ტრენინგში მონაწილეობის მიღება ყველა იმ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ვინც შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებს:

** რეგისტრირებულია სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მედიატორთა ერთიან რეესტრში.
** აქვს სწავლების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება., რომელიც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ცნობით.
** კანდიდატს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული უნდა ჰქონდეს მედიაციის მინიმუმ ორი პროცესი;
** კანდიდატებს მედიატორად მუშაობის მეტი გამოცდილებით მიენიჭებათ უპირატესობა;
** კანდიდატებს, რომლებიც წარმოდგენილები იქნებიან რეგიონებიდან მიენიჭებათ უპირატესობა.

საფასური: აღნიშნული ტრენინგი დაფინანსებულია მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციის მიერ.

ტრენინგის ჩატარების დრო: ტრენინგი ჩატარდება 2024 წლის 16, 17, 18, 19 დეკემბერს. ტრენინგი ჩატარდება ორ ეტაპად - პირველი ორდღიანი ეტაპი დაეთმობა ფასილიტაციის და ქოუჩინგის უნარ-ჩვევების განვითარებას, ხოლო დასკვნითი ეტაპი ტრენინგის მონაწილეთა შეფასებას მათ მიერ ჩატარებულ სესიებზე დაკვირვების გზით. ტრენინგთან დაკავშირებული დეტალები ეცნობებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს რეგისტრაციის დასრულების შემდგომ.ტრენინგები ჩატარდება თბილისში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრენინგზე სრულად დასწრება სავალდებულოა.

ტრენინგზე რეგისტრაცია გრძელდება 2024 წლის 30 ნოემბრის 18 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@mediators.ge.

გთხოვთ, განაცხადს თან დაურთოთ:

** რეზიუმე / CV სადაც ასევე აღნიშნულია განმცხადებლის მიერ სწავლების გამოცდილების ქონა
** სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე რომელიც უნდა პასუხობდეს კითხვას რატომ გსურთ მედიაციის ტრენერთა ტრენინგის გავლა?
** ცნობა სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ერთიან რეესტრში წევრობასთან დაკავშირებით.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ასოციაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. შერჩეული აპლიკანტები შედეგებზე ინფორმაციას მიიღებენ არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე ტრენინგის ჩატარებამდე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით..

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ელ.ფოსტა: info@mediators.ge, ტელ: (032) 2 905 900.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე