Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=595568&print=yes&view=jobs
 
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიბლუსი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** შერჩევა/რეკრუიტმენტი (ვაკანსიის გამოცხადება, რეზიუმეების სორტირება)
** ადმინისტრირების პროცესის კონტროლი- პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -
** თანამშრომლის პირადი საქმეების წარმოება, საჭირო საბუთების მიღება, გადამოწმება, მონიტორინგი;
** ნებისმიერი თანამშრომლის ცვლილების შესახებ (დანიშვნა, გათავისუფლება, როტაცია, ხელფასის ცვლილება, საყვედური, მადლობა და ა.შ.) შესაბამისი ბრძანების მომზადება/მონიტორინგი;
** შრომითი ხელშეკრულებების/ცვლილების შეთანხმებების მომზადება და გაფორმება;
** თანამშრომელთა არქივის წარმოება და აღრიცხვა, მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება;
** სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების პერიოდულად დაგეგმვა/განხორციელება;
** ახლად აყვანილი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** თანამშრომელთა გუნდური მუშაობის, მოტივაციის და არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** შიდა კორპორატიული კულტურის განვითარება;
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საშუალო დონზე;

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მქონე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
მისამართი: თ.იოსებიძის 49

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (HR სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია