Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=595562&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000 ₾

ძირითადი მოთხოვნები:

** მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
** გამართული მეტყველება,
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი,
** ორგანიზებულობა,
** კომუნიკაბელურობა,
** პუნქტუალურობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** მაღაზიაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას (სადილი), მეტრო სარაჯიშვილიდან ტრანსპორტირებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია