Робота для біженців з України
ტექნიკური საკითხების სპეციალისტი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური საკითხების სპეციალისტი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური საკითხების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (საჭიროების შემთხვევაში რუსთავიც);
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ (აუცილებელია ხელმისაწვდომობა სამუშაო საათების შემდეგაც და შესაძლებელია ობიექტზე მისვლის საჭიროება არასამუშაო პერიოდშიც).

ფუნქციები და მოვალეობები:

** თბილისსა და რუსთავში მდებარე მაღაზიების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება/შეკეთება (საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ტექნიკურ საკითხზე სპეციალისტებთან/ხელოსნებთან კომუნიკაცია და მათი მუშაობის მონიტორინგი);
** საჭიროების შემთხვევაში მაღაზიაში არსებული ავეჯის და მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი;
** სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში დროული რეაგირება და პრობლემის გადაწყვეტა;
** ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა;
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** სარემონტო და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების მოგვარების შესახებ შესაბამისი ცოდნა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ტექნიკური საკითხების სპეციალისტი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე