Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Financial Chain Corporation
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია Financial Chain Corporation (http s://ge.f-chain.com/) 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე და უზრუნველყოფს საბუღალტრო, იურიდიული, პერსონალის მართვის და აუთსტაფინგის მომსახურებას.

გამოცხადებული ვაკანსია: ბუღალტერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან აუდიტის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 2 წლისა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა FINA-ს ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
** თვის დახურვის პროცესების წარმართვა;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** კლიენტ-კომპანიებთან კომუნიკაცია.

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა - თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა #41;
ანაზღაურება- 1800 ლარი ხელზე ასაღები, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ - 2000 ლარი ხელზე ასაღები;
სამუშაო გრაფიკი - ნორმირებული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 სთ).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.georgia@f-chain.com გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს "ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ"-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის არსებულ, ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე