Робота для біженців з України
თეგეტას დასაქმების პროგრამა - დაიწყე კარიერა გეზის ფილიალში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თეგეტას დასაქმების პროგრამა - დაიწყე კარიერა გეზის ფილიალში
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
პროექტის ფარგლებში "თეგეტას დასაქმების პროგრამა - დაიწყე კარიერა გეზის ფილიალში" გუნდის ახალ წევრებს ვეძებთ.

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

გვჭირდება გუნდის ახალი წევრი:

** რომელსაც აქვს სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (სტუდენტი ან ბაკალავრი);
** შეუძლია ანალიტიკური აზროვნება;
** აქვს არგუმენტაციის კარგი უნარი;
** ეხერხება საქმის ორგანიზება და გეგმის შედგენა;
** არის დეტალებზე ორიენტირებული;
** კარგად უძღვება პრეზენტაციას;
** აქვს ადაპტაციის კარგი უნარი

რას მოიცავს პროგრამა:

პროექტი "თეგეტას დასაქმების პროგრამა - დაიწყე კარიერა გეზის ფილიალში" სამუშაოს მაძიებლებს "თეგეტა აკადემიასთან" ერთად დასაქმების უნიკალურ შანსს გთავაზობთ. პროექტის ფარგლებში, სრულიად უსასყიდლოდ, დაეუფლებით ახალ პროფესიას და მოგეცემათ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში დასაქმების შანსი ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის: გაყიდვების კონსულტანტი, სექტორის მენეჯერი, სერვისის აღრიცხვის ოპერატორი და სხვა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეგიძლია სამუშაო გამოცდილების გარეშე;
გუნდში ვეძებთ 30 ახალ წევრს

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება;
** გასაუბრება;
** საბოლოო შეხვედრა და გადაწყვეტილების მიღება

სასწავლო პროცესის აღწერა:

ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ სასწავლო კურსს სატვირთო ავტომობილების მიმართულებით "თეგეტა აკადემიაში", რომელსაც გაუძღვება გამოცდილი ტექნიკური ტრენერი. 2 თვის განმავლობაში ტრენინგები ჩატარდება სრულ განაკვეთზე, ორშ-პარ 10:00 - 18:00. ამ პერიოდის განმავლობაში მონაწილეები შეიძენენ საბაზისო ცოდნას სატვირთო ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია "თეგეტა მოტორსის" პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. სასწავლო კურსის სრული დაფინანსება ხდება კომპანიის მიერ. სწავლის დასრულების შემდეგ კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას, სიმბოლურ საჩუქრებს და დასაქმდებიან "თეგეტა მოტორსის" თბილისის სხვადასხვა ფილიალში.

"თეგეტაში" ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. დასაქმებულ წევრებს შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისში და სრულად დაფინანსდება "თეგეტა მოტორსის" მიერ.

გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: career@tegetamotors.ge ან გადადი ლინკზე და შეავსე აპლიკაცია: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/application?vacancyId=1500
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე