დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
კლინიკა მედი
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
მედი ეს არის საერთაშორისო კლინიკათა ქსელი ესთეტიკური ინოვაციების მიმართულებით, მისი ფილიალები წარმოდგენილია საქართველოში, რუსეთსა და ჩეხეთში.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანტურ თანამდებობაზე:
ჩვენთან გთავაზობთ:
** დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში;
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
ოჯახის წევრებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საჩუქრებს დაბადების დღეზე;
** სასაჩუქრე ქულებს წელიწადში 5 ჯერ.
განაკვეთი: 6 საათიანი, 09:00 სთ-15:00 სთ /15:00 სთ-21:00 სთ.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის პირთან;
** პოტენციური პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის ექიმთან;
** პოტენციური პაციენტისთვის კლინიკა მედის სერვისის შეთავაზება/გაყიდვა;
** გაყიდვებში აქტიური ჩართულობა;
** პოტენციურ პაციენტებთან ბაზების წარმოება და მართვა;
** კლინიკის შიდა პროდუქტის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** უფროსი ადმინისტრატორის დავალებით კლინიკა მედის ფეისბუქის გვერდის ადმინისტრირება:
** პაციენტებთან ფეისბუქის ონლაინ ჩათის მეშვეობით კომუნიკაცია;
** პაციენტისთვის პროდუქციის და სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** ჩათის საშუალებით პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა.
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად;
ძირითადი მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული საუბრის უნარი;
** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო (გამართულად) დონეზე.
საქმიანი თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება.
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით, გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medi.ge 2024 წლის 7 დეკემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება ეიჩარ რეკრუტერთან და მომსახურების ხარისხის დეპარტამენტის უფროსთან.
|
|
|
|