დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ბლიც დენტალი
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
"ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკა" (http://www.blitsdental.com) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის N11
სამუშაო გრაფიკი: ცვლის მიხედვით (მათ შორის შაბათ -კვირა) არანაკლებ 40 საათისა, ნორმირებული განრიგი
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (შედგება ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსისგან)
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების რეგისტრაცია; დარეგისტრირებული პაციენტების მართვა.
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წესის შესაბამისად;
** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** ახორციელებს ანგარიშსწორებას. სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას (რეგისტრაციის ჟურნალი)კლინიკაში დადგენილი წესით;
** უზრუნველყოფს ფორმა 100-დან ინვოისში მანიპულაციების გადატანას და ატანს პაციენტს მოთხოვნილ დოკუმენტაციას;
** პაციენტებთან დაგეგმილი და ჩასატარებელი გამოკვლევებისა და მანიპულაციების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება;
** პაციენტებისთვის ვიზიტების შეხსენება;
** კლინიკის ასისტენტებსა და ექიმებთან შესაბამისი დროული კოორდინაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება და ადმინისტრირების უნარები;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.
უნარები და პიროვნული კომპეტენციები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა.
ენები:
** ქართული: გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური (სავალდებულო): გამომდინარე სამედიცინო ტურიზმიდან
** რუსული (სავალდებულო საშუალო დონეზე): გამომდინარე სამედიცინო ტურიზმიდან.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგვიგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე kasanidze@blitsdental.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
|
|
|
|