დასახელება:
უმცროსი IT სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მადარტი
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე!
შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ რეზიუმეს
გამოგზავნას!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა #133
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა-გამართვის პროცესში მონაწილეობა;
** კომპიუტერული მოწყობილობების მონტაჟი უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობით;
** კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის ინიციირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ფილიალში IT დაკავშირებულ პროექტებში დახმარება და მხარდაჭერა;
** ფილიალის ან ცალკეული დეპარტამენტის ტელეფონის, ვიდეოკამერის, ქსელის, მეილის და ა.შ. გამართვის პროცესში მონაწილეობა;
** კომპიუტერული საშუალებების შეკეთების ორგანიზება ან შესრულება (გარანტია/გადაცვლა).
ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
** ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება HR ჯენერალისტთან;
** ტესტირება;
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან
ჩვენ ვითხოვთ:
** უმაღლეს განათლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან ამავე მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტს;
** სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე;
** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნას
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitapass - ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს
რეზიუმეების მიღება განხორციელდება 05 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|