Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: Xiaomi
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
ჭკვიანი ტექნიკის მწარმოებელი ნომერ პირველი კომპანია "Xiaomi"-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "Xiaomi Georgia" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კომპანიის სავაჭრო ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტის მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/მონიტორინგი;
** ობიექტზე დასაქმებულ პირთა ზედამხედველობა და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების პერსონალის: მოლარეების, პროგრამისტებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
** გამოცდილება: ტექნიკის სფეროში მსგავს პოზიციაზე- მინიმუმ 1 წელი;
** ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა;
** კომუნიკაბელურობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** არაკონფლიქტურობა;
** მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:30-20:30, კვირაში 5 დღე
** შესვენება: დღეში 2-ჯერ
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა
** კორპორაციული დაზღვევა

CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: jobs@mi.ge

სათაურის ველში მიუთითოთ "მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე