Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=595394&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების სპეციალისტი, ლოგისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი, ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: იმექს კარგო ლოჯისტიკსი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
"იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიებს გაყიდვების სპეციალისტისა და ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციებზე.

კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

1) გაყიდვების სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი;
სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების ქსელის განვითარებაზე ზრუნვა - ურთიერთობების დამყარება, როგორც სატელეფონო კავშირით, ასევე შეხვედრების ორგანიზება; (B2B)
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთების დამუშავება, ტვირთების აღწერილობის, სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
** ლოჯისტიკურ პროცესებში ჩართვა და კოორდინაცია საოპერაციო გუნდთან;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ყოველდღიური რეპორტინგი;
** დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა;
** აუცილებელია იმპორტ-ექსპორტის ხაზის და ტვირთის გადაზიდვის ეტაპების ცოდნა;
** ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office)

უნარები/პიროვნული კომპეტენციები

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;
** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;
** განვითარებაზე ორიენტირება

2) ლოგისტიკის სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო გაყიდვების (იმპორტის და ექსპორტის) მიმართულებით ფორმირებული შეკვეთების/მოთხოვნების და მის საფუძველზე განსაზღვრული წარმოების გრაფიკების მუდმივი კონტროლი;
** ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის და საბაჟო ოპერაციების მონიტორინგი;
** სუბკონტრაქტორებთან მჭიდრო ურთიერთობა მთლიანი ტრანსპორტირების ციკლის განმავლობაში და ტვირთის სტატუსების კონტროლი და განახლება.
** სახმელეთო, გადაზიდვებისთვის, ოპტიმალურ დროში, სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, მიწოდების ვადების კონტროლი;
** ტვირთის გადაადგილების კონტროლი განბაჟებამდე;
** საბაჟო სპეციალისტთან კომუნიკაცია და გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა და სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის;
** საბაჟო პროცედურების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი
** საჭიროების მიხედვით სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის სერვისის გაწევა ქვეყნის ფარგლებს გარედან ან სხვა ქვეყანაში ნივთის/ნიმუშის ტრანსპორტირების მიზნებისთვის;
** ყველა ტიპის ტრანსპორტისა და პროდუქტისთვის დატვირთვის სქემების შემუშავება და სტანდარტიზება შესაბამის პირებთან ერთად;
** გადაზიდვის ფარგლებში, ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა;
** განხორციელებული გადაზიდვების შესახებ რეპორტის მომზადება შემდგომი ანგარიშსწორებისათვის;
** საბაჟო საწყობ ტერმინალთან კომუნიკაცია, დასააქციზებელი/დასასტიკერებელი ტვირთების იმპორტისას;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გადაზიდვების წარმოების გამოცდილება;
** ინგლისური, თურქული ან რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: career@imexcargo.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია