დასახელება:
სადაზღვევო პროდუქტების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
|
თანდართული ფაილი:
248397_terabank_tender_doc_2096878.zip
|
ტერაბანკის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს სადაზღვევო პროდუქტების კოორდინატორის პოზიციაზე.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
** გაქვს სტრატეგიული ხედვა და პრეზენტაციის უნარი
** შეგიძლია პროექტების მართვა და დროის ოპტიმალურად განაწილება
** მოლაპარაკებებისას მიზანდასახული ხარ და შეგიძლია პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობა
** ხარ კომუნიკაბელური და შეგიძლია გუნდურად მუშაობა
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება (საბანკო/სადაზღვევო საქმის, ბიზნესის ან ეკონომიკის განხრით)
** 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო/საბანკო/სალიზინგო პროდუქტების მართვის ან მსგავსი მიმართულებით
** სადაზღვევო პროდუქტების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
** ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
** წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე
შენი მოვალეობა იქნება:
** სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და დანერგვა/განვითარება
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენციის ანალიზი
** გაყიდვების სტრატეგიის და რეპორტინგის მართვა
** პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა და პირობების გაუმჯობესება
** ფილიალებისა და შიდა დეპარტამენტების მხარდაჭერა/ტრენინგი
** დაზღვეული სესხების პორტფელის მონიტორინგი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | სადაზღვევო პროდუქტების კოორდინატორი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 19 ნოემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|