Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Urbantails
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ზოომაღაზიათა ქსელი "Urbantails" - "ჰოლდინგ.ჯი" - ს დიდი ოჯახის წევრი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას - წარმოება, აგრო-განვითარება, სტუმართმოყვარეობა, ტურიზმი, დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობა და ლოგისტიკა ეძებს გუნდის წევრს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქიზიყის ქუჩა;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00სთ - 18:00სთ;

ძირითადი მოვალეობები:

** დღის გეგმით განსაზღვრული პროდუქციის აგროვების პროცესის სრული კონტროლი;
** სამუშაო პროცესის დასაწყებად, შეკვეთების ამგროვებლებისთვის შეკვეთების გადანაწილება;
** დადგენილი სტანდარტის დაცვით, მიღებული შეკვეთების შესაბამისად, პროდუქციის აგროვებისა და სადისტრიბუციოდ მომზადების უზრუნველყოფა;
** სადისტრიბუციოდ მომზადებული შეკვეთის რაოდენობების სიზუსტის, აგროვების ხარისხის და საქონლის დაზიანების თავიდან არიდების მიზნით შემუშავებული მექანიზმების დაცვის კონტროლი;
** გასანაწილებელი პროდუქციის ვადების, რაოდენობების და ვიზუალური მახასიათებლების კონტროლი;
** საწყობში არსებულ პროდუქციის ნაშთების ვადების, ვიზუალური მხარის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** განაწილების პროცესში წამოჭრილი პრობლემების (სავაჭრო ობიექტის მენეჯერის მიერ წერილობითი ფორმით გამოცემული: მეტობა, ნაკლებობა, დაზიანება) მიზეზების გარკვევა და დროული რეაგირება;
** საწყობში არსებული და ყოველდღიურ რეჟიმში, დარჩენილი პროდუქციის ნაშთების დათვლა და ინვენტარიზაციის პროცესში უშუალო ჩართულობა;
** საწყობის შიდა ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება, უკუკავშირის გაცემა;
** მიმდინარე დავალებების დაქვემდებარებულ თანამშრომლებისთვის დელეგირება, შესრულების ვადების განსაზღვრა/კონტროლი;
** თანამშრომლების ადმინისტრირება პროგრამაში - self.ge:
** კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, შესაბამისი კომუნიკაცია მომწოდებლებთან და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
**

მოთხოვნები/უნარები:

** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კომპიუტერული უნარი - MS office; Windows, Outlook, ERP, WMS პროგრამა;
** გუნდის ლიდერობა და მართვა;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** შედეგზე ორიენტირება;
** პროდუქტიულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: joinus@urbantails.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწყობის მენეჯერი" მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ურბანთეილსის" (ს/კ 406470037) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე joinus@urbantails.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე