დასახელება:
ავტოს გაყიდვების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
|
ტერაბანკის ავტო სესხების გუნდში გაყიდვების ოფიცერს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
** გიყვარს გაყიდვები და შეგიძლია ეფექტურად აწარმოო მოლაპარაკებები
** ხარ გამბედავი, კომუნიკაბელური და არ გეშიანია ახალი გამოწვევების
ჩვენი მოლოდინები შენგან:
** გქონდეს უმაღლესი ან საშუალო განათლება
** იცოდე საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე (MS Office)
** სასურველია და არასავალდებულო საუბრობდე ინგლისურ და რუსულ ენებზე ** საკომუნიკაციო დონეზე
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს და შეთავაზებებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
შენი ყოველდღიური გამოწვევები:
** სხვადასხვა არხებიდან პოტენციური კლიენტების მოზიდვა და ინდივიდუალურად მორგებული ავტო სესხის შეთავაზება
** ახალი ბაზების მოძიება, არსებული ბაზის გაფართოება და მართვა.
სამუშაო პირობები:
ჩვენი ლოკაციაა: თბილისი, სანდრო ეულის ქ. N7
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი, დისტანციური 10:00 საათიდან 14:00 საათამდე (შესვენების გარეშე) ან ნახევარი განაკვეთი. კვირაში სამი სამუშაო დღე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი;
ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე Career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | გაყიდვების ოფიცერი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|