Робота для біженців з України
წამყვანი ფიზიკური თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წამყვანი ფიზიკური თერაპევტი
მომწოდებელი: ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ქართულ-ავსტრიული ორგანიზაცია ააიპ "ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას წამყვანი ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
** ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

** კლიენტის ფიზიკური განვითარების (ნატიფი და მსხვილი, მოტორული ფუნქციების) შეფასება და გადაფასება;
** ინტერვენციის გეგმის გაწერა;
** ფიზიკური თერაპევტების კონსულტირება საჭიროების შემთხვევაში.
** ფიზიკური თერაპიული ჩარევა სამუშაო პროცესში;
** მხარდამჭერი დამხმარე საშუალებების შერჩევა და მორგება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის და ორგანიზაციული დოკუმენტაციის წარმოება;
** კლიენტის შესახებ წერილობითი დოკუმენტაციის სუპერვიზია;
** დაქვემდებარებული პოზიციის მქონე თანამშრომლების სამუშაოს მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში ორთოპედთან ვიზიტის დროს კლიენტის თანხლება;
** ინტერდისციპლინურ ჯგუფში მუშაობა, კომუნიკაციის დამყარება თანამშრომლებთან;
** ინფორმაციის გაზიარება, პროფესიული კონტაქტი საერთაშორისო ექსპერტებთან.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკს.
** პროფესიულ განვითარებას (ტრენინგებს), კვალიფიკაციის ამაღლებას (მივლინებები ავსტრიაში).
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე shst2022@gmail.com

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე