დასახელება:
ექსპორტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ოჯახური
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
ქართული-სუნელ სანელებლების კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექსპორტის მენეჯერი/შესყიდვები.
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა და კოორდინაცია;
** მომწოდებელი ადგილობრივი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
** უშუალო კომუნიკაცია ყველა მომწოდებელთან;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიწოდება ბუღალტერიასთან;
** შესყიდული პროდუქციის ფასების და რაოდენობის შედარება ერესზე ოპერატორთან შეთანხმებით;
** შესასყიდი პროდუქციისა ფასის კონტროლი და გადაწყვეტილების მიღება ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
** მარაგების კონტროლი
** ექსპორტის გეგმის შემუშავება / გაყიდვების მართვა
** ახალი კლიენტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება;
** შეკვეთების დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი;
** ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება
** შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი
** ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა.
** გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აღნიშნულ სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** საკუთარი მანქანა
საჭირო უნარები:
** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დარწმუნებულის უნარი;
** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის დასახლება ახმედ მელაშვილი № 6
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 სთ
** დასვენება: შაბათი-კვირა.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Hr.ojakhuri@gmail.com
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 01 დეკემბერი 2024 წელი.
|
|
|
|