Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=594783&print=yes&view=jobs
 
დირექტორის თანაშემწე - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: ტრანსფორდი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის შვილობილი ორგანიზაცია შპს "ტრანსფორდი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. ფოთი
სამუშაო გრაფიკი: სრული
დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, კორპორაციული ნომერი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული და გასული წერილებისა თუ სხვა კორესპონდენციის მართვა, დახარისხება და აღრიცხვა.
** დოკუმენტაციის მომზადება - ასლების გადაღება, ამობეჭდვა, აკინძვა, დასკანერება;
** დირექტორის დახმარება შეხვედრების ორგანიზებაში - დროის შეთანხმება, ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფა/მოწესრიგება;
** კომპანიის თანამშრომლებზე გაცემული დავალებების კონტროლი და კოორდინაცია.
** სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა, რაც პერიოდულად დაევალება უშუალო ხელმძღვანელის მიერ.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: transford@transford.net და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს ვაკანსიის/კანდიდატის შერჩევის მიზნებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია