Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=594775&print=yes&view=jobs
 
ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გამოცდილება: აუცილებელი არ არის
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში და მიიღებთ ათობით პოზიტიურ შეფასებას პაციენტებთან მუშაობის ინოვაციური მეთოდების წყალობით. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად, მაქსიმალურად მოახდენენ თქვენი მუშაობის რეკლამირებასა და გაპიარებას.

ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:

** პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი
** სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია
** ტრენინგი და პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე
** მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება
** კარიერული ზრდა
** მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად
** პოზიტიური ენერგიის უზარმაზარი მუხტი ყოველდღე

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** რეზიდენტურა დერმატო-ვენეროლოგიაში
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა
** ნებადართული სპეციალობა "დერმატო-ვენეროლოგია"

მოვალეობები:

** პაციენტის კონსულტაცია
** სამედიცინო მომსახურების გაწევა დერმატო-კოსმეტოლოგიის დარგში, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში
** სტაბილურ ხელფასს
** კორპორაციულ ფორმას
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
ნათესავებისთვის
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საჩუქრებს დაბადების დღეზე
** სასაჩუქრე ქულებს წელიწადში 5-ჯერ.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 5 დეკემბრამდე. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია