Робота для біженців з України
კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 ნოემბერი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ადმინისტრაციულ განყოფილებაში.

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ყველა გასაგზავნი კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანა;
** კორესპონდენციის დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება;
** უშუალო უფროსისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების შესახებ უშუალო უფროსის ინფორმირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო ან ტექნიკური განათლება;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კურიერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ორიენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** რთული სიტუაციების მართვის უნარი;
** თავაზიანი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - კურიერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე