Робота для біженців з України
შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემფასებელი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის თანამდებობაზე უზრუნველყოფის შეფასებისა და მართვის განყოფილებაში.  

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი ქონების ინსპექტირება, შეფასების შესახებ დასკვნების დადგენილი წესით მომზადება და გაცემა;
** შეფასების დასკვნის საფუძველზე უზრუნველყოფის ლიკვიდური ღირებულების დადგენა (რეალიზაციის შემთხვევაში გადასახადების და სხვა შესაძლო დანახარჯების გათვალისწინებით);
** შეფასებისას მოპოვებული ანალოგების შესახებ ინფორმაციის დაარქივება, შეთავაზებებისა და გაყიდვების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
** კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების საქმიანობის დოკუმენტური, საინფორმაციო, ანალიტიკური, ორგანიზაციულ-ტექნიკური და კომპიუტერული მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ 1- წლიანი სამუშაო გამოცდილება ქონების შეფასების სფეროში
** უმაღლესი განათლება
** უძრავი ქონების შეფასების მოქმედი სერტიფიკატი
** MS Office პროგრამების ცოდნა

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

** ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნება
** კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სამუშაოს განსაზღვრულ ვადაში შესრულების უნარი
** კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 06.12.2024

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადება (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე