Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმში.

ლოკაცია: ბათუმი, ი. აბაშიძის N3
გრაფიკი: 5 /2 (09:00-18:00)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კაფე-სანაყინიდან დაბრუნებული პროდუქტის მიბარება სტანდარტის მიხედვით;
** კაფე-სანაყინეებისა და წარმოების შეკვეთების მომზადება;
** შეძენილი პროდუქციის დროულად დაბინავება;
** ჩამოწერის პროცედურისათვის პროდუქტების აღწერა;
** წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის ყოველკვირეული აღწერის წარმოება;
** ფიზიკური სამუშაოების შესრულება საჭიროების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);

უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** მოწესრიგებული და დაუზარელი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hrbatumi@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე