Робота для біженців з України
წარმოების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: კრიალა
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
საწარმო შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება;
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა (1C), ბალანსი;
** MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია წარმოებაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დამზადებული პროდუქციის ნაშთის ბალანსის პროგრამაში ასახვა/ყოველდღიური რეპორტების წარმოება;
** ქაღალდის მწარმოებელი დანადგარის მიერ წარმოებული პროდუქციის ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** წარმოების თანამშრომლების ბონუსების აღრიცხვის წარმოება ყოველდღიურად;
** შესაკვეთი ნედლეულის მარაგების კონტროლი, პროგრამაში აღრიცხვის წარმოება;
** ბალანსის პროგრამაში სხვადასხვა სახის რეპორტების აწყობის და დამუშავების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო განრიგი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი (ორშაბათი-პარასკევი 09:00-14:00 სთ, შაბათი - საჭიროებიდან გამომდინარე);
ანაზღაურება: ფიქს.800 ლარი (ხელზე ასაღები);
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქ. 50ბ.

შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@kriala.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@kriala.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე