Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი", პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საბაგიროზე არსებული დანადგარების და მოძრავი შემადგენლობის ყოველდღიური შემოწმება;
** საბაგიროს შემადგენელი დეტალების და დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება.
** საბაგირო გზის გეგმიური ტექნიკური მომსახურება.
** ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა.
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების რაციონალური გამოყენება, ნაშთების კონტროლის პროცესებში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება
** ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, (დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია)
** ქართული ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნას.

პიროვნული თვისებები:

** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2024 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე