Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯეო დეკორი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
შპს "ჯეო დეკორი" საავეჯე მასალების იმპორტიორი საქართველოში ეძებს საწყობის თანამშრომელს, კომპანია ორიენტირებულია განავითაროს და ცოდნა შესძინოს თითოეულ თანამშრომელს, რათა სამომავლო პერსპექტივაში შეძლონ შეძენილი ცოდნით ჩამოყალიბდნენ მაღალ კვალიფიციურ კადრებად.

შპს "ჯეო დეკორი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფეიქართა #12
სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება;
** მიღებული პროდუქციის წინასწარ განსაზღვრულ სივრცეში განთავსება/დასაწყობება;
** საწყობში შემოსული შეკვეთების დახარისხება;
** პრობლემების/ხარვეზების შემთხვევაში რეპორტინგი უშალო ხელმძღვანელთან;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ელფოსტა: info@geodecor.ge
ტელ: 597 004 847
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე