Робота для біженців з України
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
ტერაბანკის თბილისის ფილიალში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

** გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული
** კრიტიკულ სიტუაციებში მარტივად იღებ გადაწყვეტილებას
** გაქვს მართვის უნარი

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** საბანკო/საფინანსო სფეროში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ფინანსური უწყისების ანალიზი/შეფასება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel-ის პროგრამის)

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. N148
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
ანაზღაურება: ხელფასი + ჯგუფის წევრების გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

შენი მოვალეობა იქნება:

** ფილიალის ბიზნეს მიმართულების თანამშრომლების მართვა
** ფილიალის ბიზნეს მიმართულების თანამშრომლების გეგმების შესრულების, კლიენტების მოზიდვა/შენარჩუნების კონტროლი
** კლიენტების კმაყოფილებისა და ლოიალობის ზრდაზე ზრუნვა და მათთვის ** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 ნოემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე