დასახელება:
სასესხო ვალდებულებების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფინბიურო
|
გამოქვეყნდა: 02 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
|
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 20 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას სასესხო ვალდებულებების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00- 18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასესხო ვალდებულებების მქონე მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით.
** პორტფელის დამუშავება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
კომპეტენციები და უნარები:
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასესხო ვალდებულებების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
|
|
|
|