დასახელება:
დარბაზის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ევროპროდუქტი
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 37 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge
კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას დარბაზის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე - 40 სამუშაო საათი;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 -1200 ლარი + ბონუსი;
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და პროდუქციის თანხა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში.
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტების პერსონალის: მოლარეებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
** მომხმარებლების მოთხოვნებისა და პრეტენზიების (ობიექტების მიხედვით) აკუმულირება, ხელმძღვანელთან ანგარიშგება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება-შეთავაზება;
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და მარაგების კონტროლი;
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@europroduct.ge და გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება- "დარბაზის მენეჯერი ქ. თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|