Робота для біженців з України
ყავის აპარატების სერვისის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ყავის აპარატების სერვისის თანამშრომელი
მომწოდებელი: ტუპინამბა
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
ყავის კომპანია "ტუპინამბა" აცხადებს ვაკანსიას ყავის აპარატების სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1500 ლარი

სამუშაო საათები და ადგილი:

** ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:00
** ყოველი მესამე შაბათი მორიგეობა 09:30-14:00
** ქ. თბილისი, ქინძმარაულის 5
** რეგიონებში გასვლა თვეში 4-ჯერ, სტაჟიან თანამშრომელთან ერთად, მორიგეობით.

შტატში აყვანის შემდგომ თანამშრომელს ჩაერთვება "არდის" სამედიცინო დაზღვევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია
** ელექტროობის საბაზისო ცოდნა
** ტექნიკური უნარ-ჩვევების ქონა

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე ყავის აპარატის მონტაჟი/დემონტაჟი
** ყავის დანადგარის გამორეცხვა ობიექტებზე
** ობიექტებზე წყლის დამარბილებლის გამოცვლა და შემდგომ საწყობში გამორეცხვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: tupinamba1976@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე