Робота для біженців з України
სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის ინჟინრის თანამდებობაზე.

ჩვენთან, თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გუნდი და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო აპარატებისა თუ დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარება;
** სამედიცინო აპარატურის/დანადგარების მომწოდებელთან პირდაპირი პროფესიული კომუნიკაცია;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანადგარების სერვისი, მონტაჟი-დემონტაჟი;
** სამედიცინო აპარატურის/დანადგარების შესყიდვის მოთხოვნის მიწოდება შესყიდვის განყოფილებისთვის;
** სამედიცინო აპარატურის/დანადგარების სერვისისთვის საჭირო დეტალების შესახებ მოთხოვნის გაკეთება შესყიდვის განყოფილებისთვის;
** კომუნიკაცია ექიმებთან სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებულ სხვდასხვა სიახლესა თუ პრობლემაზე;
** ახალი სამედიცინო აპარატების მიღება, დასაწყობება და აღწერა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით;
** სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel.
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ენმედიცი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ენმედიცის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 სთ 
შრომითი ანაზღაურება: 3000 ლარიდან
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9-11

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდადტი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

"კანდიდადტი" ასევეა დასტურებს, (აცხადებს თანხმობას/უფლებას აძლევს დამსაქმებელს), რათა დამსაქმებელმა განახორციელოს მისი პერსონალური მონაცემის (ნებისმიერი მასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) დამუშავება კანდიდატის შერჩევის ან/და დარეზერვების პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული უფლება ეძლევა დამსაქმებელს იმის მიუხედავად, შემდგომში გაფორმდება, თუ - არა კანდიდატსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულება. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს, რომ თანახმაა მისიპ ერსონალური მონაცემები, გასაუბრებისა და ტესტირების შედეგები, ინახებოდეს დამსაქმებლის აპლიკანტთა სარეზერვო ბაზაში, მისი კანდიდატურის სხვა, შესაფერის ვაკანსიაზე განხილვის მიზნით, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მის დასაქმებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მონაცემები გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატი ადასტურებს, რომ მას მიღებული აქვს სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ, მათ შორის, იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი/პოტენციური დამსაქმებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
კანდიდატს ასევე განემარტება რომ მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის დაცვის წესების ყოველი დარღვევის ფაქტის გამოვლენის, ან დარღვევის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ან/და პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღების სურვილის/კითხვების არსებობის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს დამსაქმებლის სათავო ოფისში და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.

კლინიკა ენმედიცი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე