დასახელება:
აღმრიცხველ-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
კორიდა
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge
შპს "კორიდა" აცხადებს ვაკანსიას აღმრიცხველ-ოპერატორის პოზიციაზე ფოთში.
ანაზღაურება: 1200, 00 (ერთი ათას ორასი ლარი) ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოებული პროდუქციის მიწონა, მითვლა, პროგრამულად ასახვა;
** ნედლეულის მიღების პროგრამაში ასახვა;
** ნედლეულის ხარჯის პროგრამაში ასახვა;
** დავაკუმებების გატარება;
** საბუთების გაწერა
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული და სხარტი მოქმედების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 1 დეკემბრამდე მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I - ანკეტის გადარჩევა;
II - ტესტირება;
III - გასაუბრება.
მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს!
|
|
|
|