Робота для біженців з України
სტაჟიორი - შემდუღებელ-აირმჭრელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი - შემდუღებელ-აირმჭრელი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას რუსთავის ცემენტის ქარხანაში შემდუღებელ-აირმჭრელის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: რუსთავი, მშენებელთა ქუჩა 70
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2

ძირითადი მოვალეობები:

** მუდმივად წესრიგში და სუფთა მდგომარეობაში ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
** საჭიროების შემთხვევაში შენადუღ-შეერთების წინასწარ თერმულად დამუშავებაში ჩართულობა;
** სხვადასხვა სისქის ლითონის ჭრა, წიბოების დამუშავებაში ჩართულობაში ჩართულობა;
** შენადუღი ნაკერის ხარისხის დიაგნოსტირებისას მიღებული შედეგის გაანალიზებაში ჩართულობა და დეფექტების აღმოფხვრა;
** საშემდუღებლო მასალების შედუღების ხერხის და მეთოდის მიხედვით შერჩევაში ჩართულობა;
** დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება და თეორიული სასწავლო მასალის საფუძვლიანი ათვისება;
** მექანიკური მიმართულებით სუპერვაიზერისა და გუნდის წევრების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სასურველია ლითონების შედუღების, სახეხ/საჭრელ მანქანასთან მუშაობის მიმართულებით თეორიული ცოდნა;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** ნახაზზე დატანილი ზომებისა და პირობითი აღნიშვნების წაკითხვის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

არსებული ბენეფიტები და შესაძლებლობები:

** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე, რუსთავის მასშტაბით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი შემდუღებელ-აირმჭრელი (რუსთავი).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე