Робота для біженців з України
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: მარშალ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სამშენებლო კომპანია შპს "მარშალ ქონსთრაქშენი" (ს/კ 404634151) აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.
** სამუშაო ადგილი: გუდაური

მოვალეობები:

** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება;
** საწყისი საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა და მოსალოდნელი რისკების შეფასება-ანალიზი;
** პროექტირების პროცესის კოორდინაცია, საპროექტო დოკუმენტაციის საქართველოში მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში საპროექტო ცვლილებების ინიციირება;
** სამშენებლო მასალების, ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (ფორმა 2, ფორმა 1, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი და ა.შ)
** უსაფრთხოების პოლიტიკისა და წესების დაცვა;
** მშენებლობაში ჩართული მუშაკთა/ქვეკონტრაქტორთა ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი;
** სხვა მოვალეობები, რომელიც უშუალოდ კავშირშია სამშენებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვასთან;
** პროექტში ჩართული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება რომელიც უშუალოდ კავშირშია პროექტის მენეჯერთან;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობაში;
** სამშენებლო ნახაზების წაკითხვის ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით (მრავალსართულიანი შენობების აშენება);
** პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft Suit, Archicad, Autocad და სხვ.);

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: legal@marshalldevelopment.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე