Робота для біженців з України
დარბაზის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მაღაზია
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სასურსათო მაღაზია გლდანში აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1400 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
** დასვენება: 1 დღე კვირაში;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** 1C პროგრამის ცოდნა.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
** დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლი;
** ფასების ცვლილებების შემთხვევაში ახალი ფასმაჩვენებლების დაბეჭდვა და განთავსება;
** პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან, მითვლა;
** პროდუქციის აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
** ინკასაციის ჩატარება და სეიფში არსებული ხურდა ფულის კონტროლი;
** წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კონტროლი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@fco.ge, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე