Робота для біженців з України
პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის (soft collection) პოზიციაზე.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 15 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის 13 ქალაქში 17 ფილიალის სახით.

კომპანია "ემბისი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მის პასუხისმგებლობაში არსებული სესხების დამუშავება, კონტროლი;
**მის პასუხისმგებლობაში არსებული სესხების გაპრობლემების მიზეზების გამოვლენა, სისტემატიური რისკების არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უშუალო უფროსის ინფორმირება;
**მსესხებლებთან/თავდებებთან და საკონტაქტო პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების, გრაფიკში ჩაჯდომის ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;
** სისტემატიური კონტაქტი მსესხებელთან და საკონტაქტო პირებთან მისი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული სესხის სრულად დაფარვამდე;
** სესხების რესტრუქტურიზაციის თაობაზე განაცხადების განხილვა და უშუალო უფროსისთვის წარდგენა;
** ჯარიმების კორექტირების თაობაზე განაცხადების განხილვა და უშუალო უფროსისთვის წარდგენა;

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

**უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, იურიდიული ან მსგავსი მიმართულებით.
** საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
**საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ნოემბრის 17:00 საათი.

კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალს" (ს/კ 404967078), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.
მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალისგან", შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge

ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო ინფორმაცია ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, მაქვს უფლება, მოვითხოვო მონაცემთა გაცნობა/ასლის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.
ასევე, ინფორმირებული ვარ, რომ ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, შემიძლია, კანონით დადგენილი წესით, მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე