Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: მკითხველი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "მკითხველი" 2015 წლიდან პოზიციონირებს და წამყვან ადგილს იკავებს წიგნების სამომხმარებლო ბაზარზე.

კომპანია "მკითხველი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00 საათი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა (ვაკანსიების განთავსება, გასაუბრების პროცესის მართვა, კადრების აყვანა)
** კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების სრული მართვა (ხელშეკრულებები, შინაგანაწესი, ბრძანებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება);
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა, ასევე მათი ნამუშევარი დროის ყოველთვიური აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ფლობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობის და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მუდმივად მზარდ ანაზღაურებას;
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "HR მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე