დასახელება:
ტექნიკური ზედამხედველი
|
მომწოდებელი:
თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ტექნიკური ზედამხედველის (2 ვაკანსია) თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია", ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.
სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე http://www.tmlaboratory.ge
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი/09:00-18:00 საათი);
** ანაზღაურება: 2527
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესების ყოველდღიური ტექნიკური ზედამხედველობა;
** მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი წარმოდგენილ საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებაში;
** მოცულობების მაქსიმალური სიზუსტით კონტროლი მშენებლობის პროექტთან და ფაქტობრივ მდგომარეობასთან მიმართებაში;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) გავლა პუნქტობრივად უშუალო ხელმძღვანელთან და მშენებელ კომპანიასთან;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტებში (ფორმა N2) შეუსაბამობების აღმოჩენა და ჩასწორება;
** MSDA - შიდა დოკუმენტაციის ბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა (შესაბამისი კორესპონდენციის გაცნობა, ინიციირებების მომზადება, რეაგირება ვადების ფარგლებში;
** მშენებლობა - რეაბილიტაციის პროცესში ტექნიკური კუთხით დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელობისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება;
** საკომუნიკაციო სოც. ქსელში ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ფოტო მასალის და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების სისტემატურად გადმოცემა;
** ორგანიზაციის ტექნიკურ განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) შემოწმების მიმართულებით;
** სამშენებლო ობიექტზე გამოსაყენებელი მასალების ფიზიკურ და გეომეტრიულ მახასიათებლების წარმოება საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) თანმხლები დოკუმენტაციის გადამოწმება და წარმოდგენის გაკონტროლება (ფარული სამუშაოს აქტების მომზადება/მონაწილეობის მიღება, გამოყენებული მასალების სერტიფიკატები და სხვა);
** სამშენებლო ობიექტებზე ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად საჭირო პროცედურების წარმოება;
** ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ დროული რეაგირება, როგორც სიტყვიერი ასევე წერილობითი ფორმით;
** წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაოთა წარმოების ჟურნალების, ბეტონის სამუშაოების, შედუღების სამუშაოების ჟურნალების წარმოების გაკონტროლება;
** წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა 2) დადასტურება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: მშენებელი ინჟინერი
** არანაკლებ 10 წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება.
თემატიკა:
** საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები;
** საერთაშორისო სამშენებლო ნორმატიული აქტები.
საოფისე კომპიუტერული პროგრამები:
** MS Office Word - კარგად;
** MS Excell - კარგად;
** AutoCAD - სასურველია
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე.
დამატებითი ინფორმაცია
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობა (უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იქნეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი;
** კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეს საფუძველზე, (ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
** გასაუბრება.
კანდიდატები მიიღებიან გამოსაცდელი ვადით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე shermadinigio@gmail.com 29 ნოემბრის ჩათვლით.
|
|
|
|