Робота для біженців з України
საკონდიტროს დემი შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკონდიტროს დემი შეფი
მომწოდებელი: სასტუმრო Ibis Styles Old Tbilisi
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"ibis Styles Old Tbilisi" Accor -ის ჯგუფის დიდი ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მდებარეობს თბილისის გულში, გარშემორტყმულია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.

სასტუმროს აქვს 67 განსაკუთრებული, ქართული ანბანის თემატიკაზე აგებული დიზაინის ნომერი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე.

სასტუმროს გახსნის თარიღია, 2024 წლის ნოემბერი
მისამართი: თბილისი, კოტე აფხაზის ქ.N 39

სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს დემი შეფის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას ღამის საათებში;
** ჩვენ ქსელურ ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ინგრედიენტების სიზუსტით გაზომვა და რეცეპტების შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქტის მომზადება;
** საკონდიტრო ნაწარმის ესთეტიკური გაფორმება;
** ნედლეულის და ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვა და სამზარეულოს სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ახალი რეცეპტების შექმნა და შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკონდიტროში მუშაობის გამოცდილება;
** კრეატიულობა;
** დროის მართვის უნარს;
** კარგი ორგანიზაციული და სამუშაო კოორდინაციის უნარი;
** კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პოზიტიური, მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/СV შემდეგ ელმისამართზე: hb9k7-hr@accor.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi "-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე