დასახელება:
ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკოსს ქუთაისში.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
** ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
** ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
** პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
** ტერმინალების ადგილზე მიტანა და მათი ტექნიკურად გამართვა.
მოთხოვნები:
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ფლობა;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის და ავტომობილის დაზღვევას;
** ავტომობილის იჯარას;
** საკომუნიკაციო ხარჯებს
** Fitpass ბარათს
** ანაზღაურება: 1000 - 1100 ლარი (Net) + ზეგანაკვეთური
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ტექნიკოსი - ქუთაისი.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|