დასახელება:
ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკოსს მესტიაში (სეზონური)
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
** ტერმინალების ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
** ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება;
** ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია;
** ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
** ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
** პროგრამული უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** ავტომობილის ფლობა;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ავტომობილის იჯარა;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს;
** ანაზღაურება: 800 ლარი (NET) +ზეგანაკვეთური.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ტექნიკოსი მესტია
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|