დასახელება:
უსაფრთხოების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
Clocks Hotel Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
"Clocks Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
Clocks Hotel Tbilisi გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და
გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი - ოთხ დღეში ერთხელ დილის 9:30-დან მეორე დილის 9:30-მდე (24 საათიანი მორიგეობა)
პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:
** სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგის მონიტორინგი (ინტერიერი და ექსტერიერი)
** სასტუმროში შემსვლელთა და გამომსვლელთა მონიტორინგი
** მონიტორინგის წარმოება პერიოდულად, რომ უზრუნველყოს სასტუმროს ოთახების უსაფრთხოება
** უსაფრთხოების ლოგ-ბუქის წარმოება შემოწმებების აღსარიცხად
** დაეხმაროს ნებისმიერი ტიპის გამოძიებას, როგორიცაა ქურდობა და კუთვნილი ნივთის დაკარგვა
** უსაფრთხოების კამერების მონიტორინგი
** დახმარების გაწევა საჭიროების შემთხვევაში კოლეგებისთვის, როცა საჭიროებენ დახმარებას
** ქურდობისა და ძარცვის შემთხვევების აღკვეთა. აღნიშნული შემთხვევების აღმოჩენისას მოახდინოს შესაბამისი სამსახურის სასწრაფოდ ინფორმირება
** მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი
პიროვნული უნარები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** უნარი შეინარჩუნოს სიმშვიდე კრიტიკულ სიტუაციებში
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს
** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას
კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე career@chm.ge და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 28 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!
|
|
|
|