Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს უფროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; ჰიბრიდული, 40 სთ/კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** აქტივების აღრიცხვის და მართვის პროცესის განხორციელება, ზედამხედველობა და სწორი აღრიცხვის უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკისა და US GAAP-ის შესაბამისად;
** მარაგების, საქონლის და ძირითადი საშუალებების და მათი ხარჯების აღრიცხვის ეფექტური განხორციელება და ზედამხედველობა;
** წარმოებული, იმპორტირებული საქონლის/მარაგების და ძირითადი საშუალებების ფინანსური მონაცემების დროული დამუშავება და წარდგენა მენეჯმენტისთვის
** ფინანსური ანგარიშგების პროცესების და სააღრიცხვო სისტემების ზედამხედველობა გაყიდული საქონლის ღირებულების, მარაგებისა, ძირითადი საშუალებების და მათი გადასახდელი თანხების ნაწილში;
** მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ტიპის და ფორმის ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
** აქტიური მონაწილეობა ინიციატივებსა და პროექტებში, სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელობა და პროცესების ლიდერობა
** თვის დახურვის პროცესების ეფექტურად და დროულად უზრუნველყოფა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად
** პროცესების შესაბამისი კონტროლების შესრულების ეფექტურობის უზრუნველყოფა
** გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნვა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან აუდიტის მიმართულებით, ACCA კვალიფიკაცია სასურველია;
** 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიზის/საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით
** MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით Excel; სასურველია 1С.
** სასურველია IFRS და მენეჯერული ანგარიშგების/აღრიცხვის ცოდნა
** წარმოების პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნების ძლიერი უნარი;
** ქართული ენის ცოდნა თავისუფლად; რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ძალიან კარგად
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ძლიერი მოტივაცია, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
** ენერგიულობა, ინიციატივის და პროცესის ლიდერობის წარმოჩენა;
** გუნდურად მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ?

** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
** გუნდისა და ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა
** კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 20 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე