Робота для біженців з України
საწყობში დამხმარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობში დამხმარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ევრო ბრენდი
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოადგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები...)

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია საწყობში დამხმარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი ლილოს დასახლება ჩიკვაიძის N3
ძირითადი მოთხოვნები:

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა;
** სამუშაო პროცესზე ორიენტირებულობა;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;

ფუნქციები და მოვალეობები:

** საწყობში მიღებული პროდუქციის გადატანა პროგრამულად. შტრიხკოდების ბეჭდვა.
** საწყობიდან სხვა და სხვა ობიექტზე პროდუქციის გადანაწილებაში მონაწილეობის მიღება.
** საწყობის მენეჯერის მხრიდან დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება. (რაც დაკავშირებული იქნება პროდუქციის მიღება -განაწილებასთან)
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;

სამუშაო საათები 10:00-დან 19:00-მდე. კვირაში 1 დღე დასვენება.
ანაზღაურება 1000 ლარი (ხელზე ასაღები).
ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილის ანაზღაურება კომპანიის მიერ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge და მიუთითოთ პოზიცია: საწყობში დამხმარე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ.

ან დაგვიკავშირდით 599 76 30 46.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე