Робота для біженців з України
გარე შეკვეთების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე შეკვეთების ოპერატორი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.

სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას გარე შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების გადანაწილება სპეციალისტებზე;
** შესრულებული ანკეტების დახურვა სტანდარტით კომპანიის შიდა და ბრენდების პროგრამაში;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
** სპეციალისტების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@elitelectronics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის ოპერატორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე