Робота для біженців з України
კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიესი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის (ბეტონის დანამატები) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის 134.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე 09:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარიდან (კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდების პორტფელის მართვა & განვითარება;
** ტექნიკური ტესტის წარმოება და შედეგების კონტროლი;
** უცხოელ მომწოდებლებთან (ტექნიკურ მხარდაჭერასთან) ყოველდღიური კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი);
** შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა, მათი ზრდა და შესრულების კონტროლი;
** კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციების და ბრენდის ზრდის შესწავლა/ანალიზი;
** ბრენდების ასორტიმენტის მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი;
** პარტნიორ კომპანიებთან გეგმური ვიზიტი;
** მენეჯერთან რეპორტინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** სასურველია თურქული ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრატეგიული და სისტემური ხედვის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** კომფორტული სამუშაო გარემო
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერის (ბეტონის დანამატები)".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე