Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ქოლცენტრის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 20

24 საათიან ქოლ-ცენტრში ოპერატორი მუშაობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

** პირველი 3 კვირა: დღის ცვლა (5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება) - სამუშაო საათები: 09:00-17:00, 10:00-18:00, 11:00-19:00, 13:00-21:00 (მონაცველობით)
** მეორე 3 კვირა: ღამის ცვლა - ყოველ მესამე დღეს მორიგეობა შემდეგი სამუშაო საათების მიხედვით: 18:00-12:00 ან 18:00-11:00

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** დაზღვეულისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
** კლიენტებისთვის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
** შემოსული ზარების და პირველადი ინფორმაციის მიღება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა;
** ნებისმიერ სადაზღვევო პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** სწრაფად აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ქოლცენტრის ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე