დასახელება:
რესტორნის მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
სასტუმრო კომპლექსი "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 81
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართულად საუბრისა და წერა-კითხვის უნარი; ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა აღნიშნულ და/ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** შემდეგ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება: Word, Excel, Photoshop, Power Point და სხვა, ასევე Facebook და Instagram გვერდის მართვის გამოცდილება;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მარკეტინგში, ან მსგავს სფეროში.
** მედია ურთიერთობების და კონტენტის შექმნის გამოცდილება.
** ეფექტური კომუნიკაციის და წერის უნარები.
** ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნება.
** სოციალური მედიის და ციფრული პლატფორმების ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და სამოქმედო გეგმის შედგენა;
** კომპანიის ცნობადობის და ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** სხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
** ახალი პროდუქტების/შეთავაზებების შექმნაში აქტიური მონაწილეობა;
** კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება - სარეკლამო სააგენტოებთან, მარკეტინგულ კომპანიებთან, სტამბებთან და ა.შ; სარეკლამო მასალების ხარისხიანად და დროულად მომზადების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების განვითარება - ვიზუალური და ტექსტური მასალის მომზადებასა და რეკლამის მართვაში აქტიური ჩართულობა;
** მომხმარებლების კმაყოფილების მონიტორინგი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების შესწავლის მიზნით;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა;
** მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** პრეზენტაციების და სარეკლამო აქტივობების განხორციელება;
** სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
** მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** ბაზარზე კონკურენტების აქტივობების/სიახლეების მონიტორინგი;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც სავალდებულოა მარკეტინგული აქტივობების ეფექტურად დაგეგმვა-განხორციელებისათვის;
საჭირო უნარები:
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** მოტივირებული, მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ორგანიზებული და დისციპლინირებული;
** ენერგიული და მომხმარებელზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: reservations@cruise.ge და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 595 33 50 80
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
სასტუმრო კომპლექსი "კრუიზი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|