Робота для біженців з України
განაცხადების მიღება - ენერგეტიკული საპილოტე პროექტები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განაცხადების მიღება - ენერგეტიკული საპილოტე პროექტები
მომწოდებელი: USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ნოემბერი
"USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში" ფარგლებში ცხადდება განაცხადების კონკურსი - ენერგეტიკული საპილოტე პროექტები

სტატუსი: ღია
ბოლო ვადა: 2024 წლის 12 ნოემბერი

მოკლე აღწერა:

განაცხადების კონკურსი ცხადდება საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის მიზანია კონკურსის საშუალებით 17 საპილოტე პროექტის განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელშეწყობა.

საპილოტე პროექტები შეიძლება მოიაზრებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის მხარის მართვა, ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიც არის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ქარის, მზის, ჰიდროენერგეტიკის, ასევე სხვა ალტერნატიული წყაროების ტექნოლოგიები.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს ტექნიკური საკონსულტაციო ან/და მატერიალური მხარდაჭერა შერჩეული პროექტებისთვის.

პროგრამა აღიარებს კერძო სექტორის მნიშვნელობას სუფთა ენერგიის პრიორიტეტებისა და საჭიროებების ხელშეწყობის კუთხით. მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, პროგრამას და კერძო სექტორის სუბიექტებს შეუძლიათ შეიმუშაონ უფრო ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტები ენერგეტიკულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და მისი მიდრეკილების შემცირებას მავნე ზეგავლენის მიმართ, შემდეგი გზებით: (i) ეფექტიანი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მმართველობა; (ii) კერძო სექტორის ინვესტიციების წილის გაზრდა ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოებაში (მათ შორის ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკის ჩათვლით); (iii) საქართველოს ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარება შიდა ენერგეტიკული ბაზრების ეფექტიანი და მდგრადი მართვისთვის; და (v) კიბერსაფრთხეების მიმართ ენერგეტიკის სექტორის მდგრადობის გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საპილოტე პროექტის ძირითადი მიმართულები:

** კლასტერი 1: მზის ენერგიაზე მომუშავე პროექტები, 10-მდე პროექტი
** კლასტერი 2: განახლებადი ენერგიის ჰიბრიდული სისტემები და სხვა ალტერნატიული წყაროები (გარდა მზისა და ჰიდროენერგიის პროექტებისა), 4-მდე პროექტი
** კლასტერი 3: ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის მხარის მართვა, ენერგიის მართვის სისტემები, და სხვა, 3 პროექტამდე

მონაწილეობის მიღების უფლებამოსილი უწყებები - კერძო სექტორი - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი, რომელთა საქმიანობა უნდა კლასიფიცირდებოდეს შემდეგი ნუსხიდან

განხორციელების ვადა - 1 წელზე ნაკლები

კერძო სექტორის თანამონაწილეობა:

** კლასტერი 1 - მინიმუმ 50%
** კლასტერი 2 - მინიმუმ 30%
** კლასტერი 3 - მინიმუმ 30%

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა:

** კლასტერი 1 - პროექტის მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 50 %, რომელიც თანხობრივად არ უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარს, ეკვივალენტი ლარში.
** კლასტერი 2 - პროექტის მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 70 %, რომელიც თანხობრივად არ უნდა აღემატებოდეს 150 000 აშშ დოლარს, ეკვივალენტი ლარში.
** კლასტერი 3 - პროექტის მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 70 %, რომელიც თანხობრივად არ უნდა აღემატებოდეს 150 000 აშშ დოლარს, ეკვივალენტი ლარში.

განმეორებადობის შესაძლებლობა - საპილოტე პროექტის ხელახლა განხორციელება მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი სხვა მსგავსი სუბიექტების მიერ.

ეკომეგობრული - საპილოტე პროექტი უნდა ახდენდეს დადებით და აშკარა ზეგავლენას კლიმატის ცვლილებაზე, სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირების ან თავიდან აცილების გზით.

ხელმისაწვდომობა - თითოეული საპილოტე პროექტი მისაწვდომი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.

წინადადებები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე info@sgef.ge, თანდართული ფორმის შესაბამისად, არაუგვიანეს 2024 წლის 12 ნოემბრისა.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე ყაზარაშვილი; ელფოსტა: info@sgef.ge; ტელეფონი: +995 599 87 06 03

კითხვები და განმარტებები:

მეთოდი: განმცხადებლების მიერ მხოლოდ წერილობით ფორმით წარმოდგენილ კითხვებზე და განმარტებებზე იქნება მოწოდებული პასუხები, გამოგზავნილი ზემოთ მითითებულ ელფოსტაზე.

განმარტებითი შეხვედრა: კონკურსთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებისთვის, 2024 წლის 30 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა პოტენციურ განმცხადებლებთან, მოცემულ ბმულზე.

კითხვების/განმარტებების წარდგენის თარიღი: ყველა კითხვა თუ განმარტება წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით არაუგვიანეს 2024 წლის 6 ნოემბრისა. მხოლოდ განსაზღვრულ ვადაში მიღებულ კითხვებს გაეცემა პასუხები.

არასრულად წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეულ განმცხადებელს ეცნობება დადებითი პასუხი ელექტრონული ფოსტით.

საპილოტე პროექტთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ ბმულზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე